ახალი ამბები
ატენის შესასვლელში გზის დაგება დაიწყო
ატენის შესასვლელში გზის დაგება დაიწყო. ამას წინ მასობრივი პროტესტი უძღოდა.

14 ივლისს ატენის მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაკეტა.

ისინი ამბობდნენ, რომ საგზაო სამუშაოები იმდენად დაბალი ტემპით მიმდინარეობს, რომ გაუსაძლისი გახდა ცხოვრება.

,,ყოველ დღე მტვერია. წყალი პრობლემაა. ცხოვრება საშინელ პირობებში გვიწევს. გაუსაძლისია მართლა აქ ყოფნა.'' - აცხადებდა მოსახლეობა.

ატენში საგზაო სამუშაობს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. როგორც მოსახლეობამ პირად საუბრებში გვითხრა, მუშაოები დღის მხოლოდ მცირე მონაკვეთში მუშაობდნენ, შემდეგ სამუშაოს თავს ანებებდნენ.

არის საუბარი იმაზეც, რომ მუშების მიმართ კომპანიას დავალება აქვს.

ამას დაერთო ის ფაქტიც, რომ ტურისტულ სეზონზე ატენის გზაზე მოძრაობა გადაიტვირთა. მოქალაქეებს რიგში დგომა უწევთ.

როგორც მერის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილი აცხადებს, სოფელში ასფალტის დაგება დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები