ახალი ამბები
გორის თეატრში დაიდგმება შესაწირი ყუთი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის თეატრისთვის
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო, პროფესიული დრამატული თეატრი რიგით 177-ე თეატრალურ სეზონს საზეიმოდ დახურავს.

სცენაზე დღეს გაიმართება სპექტაკლო "დაუძახე ბროწეულიო, პურის თავთავო" საპრემიერო ჩვენება, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე შველიძემ დადგა, თანამედროვე სპარსი დრამატურგის ამირ დეჟაქამის პიესის მიხედვით.

დღესვე თეატრში მოსულ მაყურებელს ფოიეში დახვდება თეატრის მხატვართა სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრების გამოფენა.

აქვე შესაწიი ყუთში შეგროვდება თანხა ერისთავის თეატრთან დამეგობრებული უკრაინული, ნიკოლაევის თეატრის დასახმარებლად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები