ახალი ამბები
გორში 9-სართულიან კორპუსში სახანძრო გამოიძახეს
გორში 9-სართულიან კორპუსში სახანძრო გამოიძახეს.

ერთ-ერთი ბინის სათავსოში დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ადგილზე მოსულ მეხანძრეებს კვამლი იმ ადგილზე დახვდათ, სადაც ძველი ლეიბები იყო განთავსებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იყო მხოლოდ დაკვამლიანება, ხოლო ადგილზე მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები