ახალი ამბები
ქვემო ჭალაში აღმოსავლური სოფელი შენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის სიახლოვეს აღმოსავლური სოფელი შენდება.

ინვესტორებმა უკვე შეიძინეს მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 11 ჰა ფართობი. აღნიშნულ მონაკვეთზე 130-სახლიანი სოფელი იქნება.

ორსართულიანი სახლები თანამედროვე სტანდარტების საყოფაცხოვრებო სათავსოებით იქნება აღჭურვილი.



იდეას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პროექტის უკან რუსი ბიზნესმენები არიან, თუმცა პატრიოთა ალიანსი აცხადებს, რომ პროექტის უკან არაბი ინვესტორები არიან.

პროკურუსული ორგანიზაციის პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ვაჟა ოთარაშვილი აცხადებს, რომ მან ქვემო ჭალელთა ხელმოწერები უკვე შეაგროვა. ის მიმართავს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პატრიარქს, რომ არ დაუშვან ,,არაბების შემოსვლა'' ქვემო ჭალაში.

როგორც გავარკვიეთ, შპს ალმურუჯი რეგისტრირებულია ბათუმში.

დირექტორია ფაჰარ ლუაი კარიმ ალ-ბაღდადი, /ერაყი/
ფაჰარ ლუაი კარიმ ალბაღდადი,  /ერაყი/ - 34%
ალთოვერკი აბდულელაჰ აბბად /საუდის არაბეთის სამეფო/ -33%
ალშაჰრანი ჰუსსაინ ამერ ჰ, საუდის არაბეთის სამეფო/ - 33%


Print

სტატიის გამოყენების პირობები