ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტმა მოიპოვა სადოქტორო პროგრამების განხორციელების უფლება
გორის უნივერსიტეტმა მოიპოვა სადოქტორო პროგრამების განხორციელების უფლება

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი დღეიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

,,გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, პარტნიორ დაწესებულებებს და ყველა გულშემატკივარს ვულოცავთ უნივერსიტეტის წარმატებულ ავტორიზაციას და სტატუსის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში. მადლობა ყველა იმ პირს და ინსტიტუციას, ვისაც სჯეროდა ჩვენი შესაძლებლობების და მხარში გვედგა ამ რთულ გზაზე'' - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დოქტორანტურა - აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურია. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დოქტორანტურაში მიღების წესი და წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები