ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტი ზეიმობს 3-საფეხურიან სწავლებაზე გადასვლას


2022 წლის 28 ივლისს გაიმართა გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს მიულოცა მათთვის მნიშვნელოვანი დღე. ასევე, მოკლედ მიმოიხილა გასული 2021-2022 სასწავლო წლის მთავარი სიახლეები და წარმატებები.

ღონისძიების დროს სპეციალური მადლობის სიგელები გადაეცათ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილე სტუდენტებს.

დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა კურსდამთავრებულები წარჩინების სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ და სპეციალური სტუმარი, მომღერალი, გორის უნივერსიტეტის მეგობარი, ოთო ნემსაძე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები