ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ალან გაგლოევი სამუშაო შეხვედრას გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან - დიმიტრი კოზაკთან. ⠀

,,სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორმხრივი ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის რესპუბლიკის სამინისტროებისა და დეპარტამენტების თანამშრომელთა ხელფასებისა და პენსიების გაზრდის საკითხი'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები