ახალი ამბები
კასპის სოფელ წინარეხში სასმელი წყალი ტალახიანი მოდის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში სასმელი წყალი ტალახიანი მოდის.

ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები წერს.

მისი თქმით, ტალახი მოდის ორი ტენდერით გაკეთებულ სისტემაში:

,,მოდის ტალახი, ან საერთოდ არაფერი არ მოდის, გამგებელი მეუბნება, რომ ჩემით უნდა მოვაგვარო პრობლემა...'' - აღნიშნავს წინარეხელი მოქალაქე.

იგი წერს, რომ სარწყავ რუზე აკინძული აქვთ საპირფარეშოები, რის გამოც იძულებულია "სასმელი" წყლით მორწყას ბაღი (თუ მოდის)...

,,კიდევ ვიმეორებ ჯერ აქ ვწერ, მერე უკვე სხვა გზას მივმართავ და სულ სახელ-გვარებით ჩამოვუთვლი ვინ რას "აკეთებს" სოფლისთვის'' - წერს მოქალაქე.

ფოტოზე: სოფელი წინარეხი, ცენტრი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები