ახალი ამბები
60 ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში - მარი გოგშელიძე ფლავიდან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარი გოგშელიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი - 60 ქულა მიიღო.

შედეგები გუშინ, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

მარი გოგშელიძე ამბობს, რომ ეს შედეგი მისთვის ნამდვილად დიდი ბედნიერებაა:

,,უბედნიერესი და, ამასთან, გაოცებული ვარ ჩემი შედეგის გამო, რადგან უმაღლეს შეფასებას ნამდვილად არ ველოდი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პედაგოგს, მაია კარელიძეს, რადგან ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია ეს ქულა. იმედი მაქვს, სხვა საგნებსაც ასევე წარმატებით ჩავაბარებ. მენეჯმენტზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და მომავალში ჩემი არჩეული პროფესიით მსურს კარიერული განვითარება. წარმატებას ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს!'' - გვითხრამ მარიმ.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კიდევ ერთი აბიტურიენტი გვყავს, რომელმაც 60 ქულა აიღო - ლუკა ჭოველიძე გორის მეხუთე საჯარო სკოლიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები