ახალი ამბები
გორის მერმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ 13 ხმა მოაგროვა - დანარჩენი 13?
დღეს გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აღმოჩნდა, რომ გორის მერის წინადადებას საკრებულოს მხოლოდ ნახევარი დაეთანხმა.

დანარჩენმა ან თავი შეიკავა, ან წინააღმდეგი იყო. რამდენიმე წევრი არ დაესწრო.

უფრო კონკრეტულად, საშტატო ნუსხისა და სარგოს განსაზღვრის შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა 13-მა, წინააღმდეგი წავიდა - 5, ხოლო თავი შეიკავა 8 დეპუტატმა.

სხდომას ესწრებოდა მხოლოდ 26 დეპუტატი. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო კი წარმოდგენილია 36 დეპუტატით, აქედან - 12 მაჟორიტარი და 24 პროპორციული წესით.

ოპოზიციის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გორის მერის მიერ დაწყებულ ე.წ. რეორგანიზაციას უმრავლესობაშიც არ ჰყავს მომხრე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები