ახალი ამბები
გორელმა ფოტოგრაფმა გორის დაბომბვის აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა
ფოტოზე: კომბინატის დასახლების დაბომბვის კადრებ

გორელმა ფოტოგრაფმა ოთო გვრიტიშვილმა გორის დაბომბვის აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა.

14 წლის წინ ის დამწყები ფოტოგრაფი იყო. აღნიშნავს, რომ ომის დაწყების დროს ოჯახის წევრებს გორში ყოფნა მოუწიათ.

ფოტოების ნახვა სოციალურ ქსელში, ოთო გვრიტიშვილის პერსონალურ გვერდზე შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რუსეთის სამხედრო ავიაციამ ქალაქი გორი რამდენჯერმე დაბომბა. დაიბომბა კომბინატისა და ვერხვების დასახლებები, რსაც მსხვერპლი მოჰყვა.

ქვემოთ ფოტოზე: ვერხვების დასახლება

Print

სტატიის გამოყენების პირობები