ახალი ამბები
,,არ უნდა დავაყვედროთ ვინმეს, რომ ომი ავარიდეთ ვინმეს, არამედ უნდა გავერთიანდეთ'' - გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოფელ შინდისში იმყოფებოდა. მან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების გვირგვინით შემაკო.

ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არის საკითხები, სადაც პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ. ეს საკითხია ტერიტორიული მთლიანობა.

მას არ მოსწონს ხელისუფლების გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ომი აარიდეს:

"არ უნდა დავაყვედროთ ვინმეს, რომ ომი ავარიდეთ ვინმეს, არამედ, უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ხვალინდელი დღისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად", - განაცხადა გახარიამ.

რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით კითხვას გახარიამ ასე უპასუხა:

"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დღეს ქართველები, დღესაც, უკრაინაში, უკრაინელ ხალხთან ერთად იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხვალინდელ დღეს. ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ კონკრეტულად აგვისტოს ომზე, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, ამიტომ კითხვები: ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ომი, არის აბსოლუტურად არააქტუალური თემები", - თქვა გახარიამ.

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები