ახალი ამბები
USAID იწყებს 5-წლიან პროგრამას გამყოფ ხაზთან მცხოვრები თემების გაძლიერებისთვის
აშშ-ს განვითარების სააგენტო საქართველოში იწყებს ხუთწლიან პროგრამას.

როგორც USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში 23 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რისკის ქვეშ მყოფი ქართული თემების გაძლიერების, მათი ეკონომიკური მდგომარებოის გაუმჯობესების და მავნე ზეგავლენის შემცირებისთვის.

პროგრამა იმუშავებს როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ასევე დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ თემებთან.

,,ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მდგრადობის გაძლიერებას და ბიზნესის მხარდაჭერას სოფლად, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს მოსახლეობის შემოსავლები და გააუმჯობესდეს მათი ცხოვრების პირობები.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები