სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს
ეროვნული უნივერსიტეტი SEU 2023 წლის სექტემბრიდან, სტუდენტებს
შესთავაზებს საერთო საცხოვრებლის სერვისს.
1300-ადგილიანი, სტუდენტური საცხოვრებელი SEU-ს კამპუსის მახლობლად
(ფეხით სავალ მანძილზე), სიმწვანით გარშემორტყმულ გარემოში, უახლესი
სტანდარტებით შენდება,რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციით, ინტერიერის
დიზაინითა და კომფორტული საცხოვრებელი სივრცით.
სტუდენტური საცხოვრებელი სრულად აღჭურვილი იქნება საყოფაცხოვრებო
ტექნიკითა და ავეჯით;
საცხოვრებელს დაიცავს დაცვის პოლიცია.
სტუდენტურ საცხოვრებელში გათვალისწინებულია:
კაფეს სერვისი;
დასუფთავების სერვისი;
ბიბლიოთეკა;
სამეცადინო სივრცეები.
იხ. დეტალურად
აქ:
სტატიის გამოყენების პირობები