კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე
ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ.
ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დასახმარებლად პოლიცია
გამოიძახეს.
,,რატომ მოხვედით, რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში'' - ასეთი იყო
შინაარსი იმ სიტყვების, რომებიც პოლიციელებმა მიიღეს.
ადგილზე მისულ სამმართველოს თანამშრომლები თავად გახდნენ
დაზარალებულები. პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს.
ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მეზობლებს შორის
დავაში პოლიცია არ უნდა ჩარეულიყო.
კასპის სამმართველოს თანამშრომლებმა პოლიციელების შეურაცხყოფისა და
წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები