ახალი ამბები
ოჯახი ქარელიდან, რომელმაც შიდა ქართლში საზამთროს მოყვანა დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში საზამთროს დიდი მოსავალი მოიყვანეს.

სოფო იმერლიშვილმა და გიორგი ბერიკაშვილმა ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

როგორც სოფო გვიყვება, ეს საზამთრო ახლა ქარელის გადასახვევზე, სანერგე ''ფესვებში" იყიდება.



,,შარშან და შარშან წინ დავტესტეთ, გაამართლა და წელს დარწმუნებულები ვიყავით, რომ შევძლებდით. ეს მოსავალი ერთ ჰექტარზე მოვიყვანეთ'' - გვიყვება სოფო.

ფერმერებს ხშირად იწვევენ სხვადასხა ფორუმებზე, ცდილობენ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ სხვებსაც. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათი საოჯარო მეურნეობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს:



,,მე და ჩემ მეუღლეს გამოგვყავს ხეხილის ნერგები, ვარდები და მარადმწვანეები. ასევე მოგვყავს პომიდორი, ნესვი და საზამთრო'' - ამბობს სოფო იმერლიშვილი.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები