ახალი ამბები
,,სად არიან მუშები?!'' - ქვეშის ბაღში მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებს არავინ დახვდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები არ დახვდნენ ინსპექტორებს, რომლებიც გორის მერიიდან გააგზავნეს.

ვიცე-მერი ნიკა ღვინიაშვილი მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აცნობებს, რომ სამუშაობი პრაქტიკულად არც დაწყებულა.

სამუშაოები კი 2022 წლის 1 ივნისს უნდა დაწყებულიყო, ხოლო 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.

საქმე ეხება 40 000 ლარიან პროექტს, რომლის მიხედვით, საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო.

სამშენებლო კომპანია შპს ,,ბრენდი'' რეგისტრირებულია ბორჯომში. მერიამ მასთან ხელშეკრულება ყოველგვარი ვადის გაგრძელების გარეშე გაწყვიტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები