ახალი ამბები
ლევიტანაში 8 თვეა გარეგანათება გამორთულია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანაში 8 თვეა გარეგანათება გამორთულია.

ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვაცნობეს.

მათი თქმით, ამ საკითხით არავინ ინტერესდება, მათ შორის, თემის წარმომადგენელიც, რომელიც სხვა სოფლიდანაა.



ფოტოზე: გარეგანათება ზამთარში

,,რამდენჯერმე ვუთხარით სოფლის წარმომადგენელს, რომ იქნებ ჩართონ გარეგანათება, მაგრამ არ გვაქცევს ყურადღებას'' - აცხადებენ ადგილობრივები.

კაბელია დაზიანებული თუ სანათებია გადამწვარი, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ლევიტანის მოსახლეობას არა აქვს.

ლევიტანა მდებარეობს მდინარე ტანის ხეობაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები