ახალი ამბები
გორში მიუსაფარ ცხოველთა საკითხის მოგვარებაზე სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება
გორში მიუსაფარ ცხოველთა საკითხის მოგვარებაზე სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება. ამის შესახებ გორის საკრებულოში, გახარის გუნდის წევრების წინადადებას მმართველი პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

როგორც გახარიას გუნდის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი მაია ბოლაშვილი აღნიშნავს, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ეს პრობლემა არ აწუხებს.

,,ჩვენი შეთავაზებით სამუშაო ჯგუფი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების, ცხოველთა დამცველების და მუნიც. საკრებულოს, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრთაგან უნდა შემდგარიყო. სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, რის გამოც ეს საკითხი ჩავარდა. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ყოვლად უსუსური არგუმენტი დაასახელა, რომლის მიხედვითაც სამუშაო ჯგუფის შექმნით თითქოსდა უკვე არსებული კომისია უფლება - მოსილებას კარგავს. თუმცა, მიზეზი ძალიან ცალსახა და მარტივია: სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა მთლიანად ოპოზიციურ პარტიას ეკუთვნოდა.'' - აღნიშნავს მაია ბოლაშვილი.

,,ამ ინციდენტით კიდევ ერთხელ ცხადი ხდება,რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სრულიადაც არ აწუხებთ რეგიონში ნომერ პირველ პრობლემად მოსახლეობის მიერ დასახელებული მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის მოგვარება, ისევე როგორც მოსახლეობასა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესაბამის ვადებში განხორციელება.'' - დასძენს მაია ბოლაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები