ახალი ამბები
,,ალი უწყლობისგან იწვის'' - შეხვედრა ხაშურში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ძირითადად საკრებულოს წევრები, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე მიიწვიეს. პროექტი სწორედ საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების გაზრდას და შესაბამისად დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

როგორც ხაშურის საკრებულოდან გვაცნობეს, მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: სარწყავის წყლის არქონა,  ალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის აუცილებლობა. სასაფლაომდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, ბაგა - ბაღის შემოღობვა.

,,სოფლის უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ითხოვეს სოფლის შესასვლელში აღმართული მეორე მსოფლიო ომის გმირის ძეგლის რესტავრაცია. წამოჭრეს, აგერთვე, სამედიცინო ამბულატორიაში გათბობის საკითხი, ბიბლიოთეკის გახსნის აუცილებლობა. მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი ცერცვაძემ ისაუბრა ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებზე.'' - აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.

შეხვედრას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის, "მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის" პროექტის -"ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი - ძლიერი დემოკრატიისთვის" ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ პროექტის წარმომადგენლები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები