ახალი ამბები
გამოცხადდა კონკურსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს.

"ახალგაზრდული სივრცეების განვითარება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა". "კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების მხარდაჭერა" და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა" - საგრანტო კონკურსი ამ სამი თემატური მიმართულებით ცხადდება. საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 სექტემბერია.

მინისტრი მოადგილის, ირაკლი გივიაშვილის თქმით, კონკურსი სამი თემატური მიმართულებით გამოცხადდა.

ესენია: ახალგაზრდული სივრცეების გაძლიერება და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა - 100 000 ლარი;

კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა - 50 000 ლარი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა - 50 000 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები