ახალი ამბები
ტყის ხანძრების გაჩენის საფრთხის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურისა ( 34C – 39C) და უნალექო ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

ტყის ხანძართან დაკავშირებული შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს:

„არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

მთიან რეგიონებში დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები