ახალი ამბები
ცხინვალის სასამართლომ მამუკა ჩხიკვაძეს 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ცხინვალის სასამართლომ მამუკა ჩხიკვაძეს 3 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

,,რესის'' ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ბრალი ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენეს. საუბარია 4 გმ-ზე მეტ მარიხუანაზე.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 41 წლის მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.

თუმცა, კგბ-ს მტკიცებით, პირადი ჩხრეკისას ოთხ გრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს.

მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილეობდა. მისი დაკავების თაოაბზე უფლედამაცველებმა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები