ახალი ამბები
ახალგორი-ცხინვალის დამაკავშირებელ გზაზე ხიდს გამაგრება სჭირდება
ახალგორი-ცხინვალის დამაკავშირებელ გზას ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება.

განსაკუთრებით იმ ადგილზე, სადაც მდინარე ქსანს კვეთს. წყალდიდობამ და სტიქიამ ნაპირები და გადასასვლელი ხიდი დააზიანა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა კონსტანტინე ჯუსოევმა ახალგორის რაიონის დაათვალიერა.

მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. მისი თქმით, ეს ზიანი სწორედ სტიქიამ გამოიწვია.

რაც შეეხება სოფლებთან დამაკავშირებელ სხვა გზებს, როგორც რაიონის ახალმა გამგებელმა ილარიონ გაგიევმა განაცხადა, თითქმის ყველა სოფელთან მიმოსვლა აღდგენილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები