ახალი ამბები
ექსკავატორმა ხაშურის სოფლებს შორის დამაკავშირებელი წყლის მილი დააზიანა
რიკოთზე მიმდინარე ავტობანის მშენებლობის გამო დაზიანდა ორხევის წყლის მილი.

ხაშურის მერიის ცნობით, ამან ჩუმათელეთისა და იტრის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მიწოდების შეფერხება გამოიწვია.

,,მილის რეაბილიტაციისთვის გამოძახებულია ბრიგადა. სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგება აღდგება დაზიანების აღმოფხვრისთანავე.'' - განაცხადეს ხაშურის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები