ახალი ამბები
ბლოკები ქვის ნაცვლად - ოთარშენში წმ. გიორგის ნიშზე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენში წმ. გიორგის ნიშს რესტავაციას უტარებენ.

რიყით ნაშენი სალოცავი მომავალში იქნება ბლოკებით ნაშენი ეკლესია.

ფოტო ადგილობრივებმა მოგვაწოდეს და აღნიშნეს, რომ უმჯობესი იქნებოდა წმ. გიორგის ნიშს პირვანდელი იერსახე შენარჩუნებოდა ქვით.

ქართულ ძეგლთა აღწერილობის მიხედვით, ოთარშენში წმ. გიორგის ნიში დგას ამილახვრიანთ კოშკის ეზოში. სავარაუდოდ. ეს ნიში ამილახვერების აშენებული იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები