ახალი ამბები
ცერონისში ჭაბურღილიდან მღვრიე წყალი მოდის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ცერონისში ჭაბურღილიდან მღვრიე წყალი მოდის.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემები შეექმნა.

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა ადგილზე შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ჭაბურღილში წყლის დებეტი შემცირდა, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია.

ქარელის მერიამ დაიქირავა კერძო პირი, რომელმაც ჭაბურღილის გასუფთავების ვალდებულება აიღო. მას 9 ათას ლარს გადაუხდიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები