ახალი ამბები
რა მოხდა ელბაქიანთკარში - 6 სახლი დაიწვა


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ელბაქიანთკარში 6 სახლი დაიწვა. უმრავლესობა ელბაქიძეებს ეკუთვნის.

პოლიციამ ერთ-ერთი მაცხოვრებელი ბონდო ელბაქიძე დასაკითხად წაიყვანა. ხანძარი, როგორც ადგილობრივები გვიდასტურებენ, მისმა გაჩენილმა ცეცხლმა გააღვივა:

,,ფოთლებს და ბალახებს უნდა მოვუკიდო ცეცხლიო. ნასვამი იყო. გავაფრთხილეთ, ვეუბნებოდით, რომ არ დაენთო ცეცხლი. მაინც გააკეთა. წამოვედი სახლისკენ და გავიხედე, ნახევარ საათში ცეცხლის ალში იყო გახვეული სოფელი'' - გვეუბნება ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს, რომლის სახლი დაწვას გადარჩა.

ელბაქიანთკარში დაახლოებით 100-მდე სახლია. მჭიდროდ დასახლებული სოფელია. მიუყვება მდინარე ძამას. მთის ფერდობი და ტყე მდინარე ძამამ გადაარჩინა, რადგან მისი წყალობით ცეცხლი მეორე ნაპირზე არ გავრცელდა.




ფოტოზე: ელბაქიანთკარელები და სუქანაანთუბნელები

ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ გელა ელბაქიევმა დედა, 92 წლის ქალი ძლივს გადაარჩინა:

,,სახლში ვიყავით და მე და დედაჩემი. 92 წლის ქალია. ცეცხლის ალი ფანჯრიდან შემოვარდა. მწოლიარე ქალია. მე რომ არ ვყოფილიყავი, ჩაიწვებოდა იქ. ეს რა იყო, ღმერთო.'' - ამბობს გელა ელბაქიძე.

როგორც ელბაქიძეებმა გვითხრეს, დღეს ისინი მეზობლების სახლებში გაათენებენ ღამეს. ხვალიდან კი იფიქრებენ, როგორც აღადგინონ დამწვარი და გადადგურებული სახლ-კარი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები