ახალი ამბები
სოფელ ფერმის სასაფლაოდან მარმარილოს ქვებს იპარავენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის სასაფლაოდან მარმარილოს ქვებს იპარავენ.

ამის შესახებ სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პოლიციამ საქმეს არ იძიებს. ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადებით, სასაფლაოსთან სათვალთვალო კამერებია დაყენებული.

,,წარვუდგინე პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მაგრამ არანაირი რეაგირება'' - ამბობს დაზარალებული.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, ქურდობის ფაქტები ხშირად ხდება.

სოფელი ფერმა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები