ახალი ამბები
როგორი ამინდია ტაშისკარში, როცა ქვეყანაში ქარბუქია? - აინტერესებს ხაშურის მერს
2022 წლის 5 აპრილიდან ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორი ამინდი იყო ტაშისკარში იმ დღით, როდესაც ქვეყანაში ქარის სტიქია მძვინვარდება.

საუბარი ეხება 2022 წლის 28 მარტს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი და აქარიანი ამინდები 28 მარტს შენარჩუნებული იყო. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ქვეყანაში მხოლოდ 29 მარტიდან გამოიდარა.

ხაშურის მერმა ტაშისკრის ამინდის შესახებ ინფორმაცია წერილობით მოითხოვა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხაშურის მერს აცნობა, რომ რადგანაც ქვეყანაში ქარი იყო, დიდი ალბათობით ძლიერი ქარი ტაშისკარშიც იქნებოდა.

ამ წერილით ირკვევა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ქარი არ მოწმდება. არც ქარელის ტერიტორიაზე - დაბა აგარის სადამკვირვებლო პუნქტზე.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა 28 მარტს ღრუბლების მდგომარეობა:

,,ღრუბლებზე დისტანციური რადარული დაკვირვების ანალიზის საფუძველზე და სინოპტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ტაშისკარში საშიში სტიქიური მოვლენის - ძლიერი ქარის ალბათობა მაღალი იყო'' - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მოხდა 28 მარტს ტაშისკარში, თუმცა ხაშურის მერია პასუხს არ გვაძლევს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები