ახალი ამბები
ელბაქიანთკარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი
ძამის ხეობის სოფელ ელბაქიანთკარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ადგილობრივებმა მედიასთან საუბარის დროს განაცხადეს.

მათი თქმით, სოფელში მერის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ზარალის დათვლა დაიწყეს. 

როგორც ისინი ამბობენ, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის პასუხი დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქარელის მერიის დებულების მიხედვით, არსებობს პროგრამა სტიქიური უბედურებებით გამოწვეული დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

პროგრამა ითვალისწინებს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული, მოქალაქეების პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსო-ნაგებობების სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების 40%-ით. თუ ზარალის ოდენობა აღემატება 10 000 ლარს, ბენეფიციარი დაფინანსდება 10 000 ლარის 40%-ის ოდენობით.

დახმარება გაიცემა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების (ხარჯთაღრიცხვის) და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაციის საფუძველზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები