ახალი ამბები
,,კოდავარდისუბანში ტრანსპორტი დღეში ერთხელ დადის'' - ენმ-ს წევრი ფაქტს აზუსტებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდისუბანში 2 მოსაცდელი აშენდა. ამის შესახებ დღეს ქარელის საკრებულოს სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თამარ დიასამიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მოსახლეობას ორი მოსაცდელის ნაცვლად, ერთი მოსაცდელი ერჩივნა, რადგან სოფელში მხოლოდ ერთი რეისი მოძრაობს. თითო მოსაცდელზე დაიხარჯა 10 000 ლარი.

სხვადასხვა მედიასაშუალებებში კი გავრცელა მისი სახელით კომენტარი, თითქოს კოდავარდისუბანში ტრანსპორტი არ დადის.

ფაქტის გახმაურების შემდეგ კოდავარდისუბნიდან დაგვიკავშირდნენ და განაცხადეს, რომ სოფელში ტრანსპორტი დადის დღეში ერთხელ და გვთხოვეს, რეალური ინფორმაციის გავრცელება.

ჩვენ დავუკავშირდით თამარ დიასამიძეს, იმის გასარკვევად, ნამდვილად მისი ინფორმაცია გაჟღერდა თუ არა.

თამარ დიასამიძემ განმარტა,  რომ სოფელში ნამდვილად დადის ტრანსპორტი, დღეში ერთხელ. თუ რატომ გავრცელდა სხვა კომენტარი, თამარ დიასამიძე ამბობს, რომ მან ის ისაუბრა, რასაც ამჯერად ჩვენ გვეუბნება:

"მე გავაჟღერე მოსახლეობის პრეტენზია, რადგან სოფელში დადის მხოლოდ ერთი ტრანსპორტი და არ საჭიროებდა ორი მოსაცდელის გაკეთებას. მოსახლეობას, ორი მოსაცდელის ნაცვლად, ერჩივნა ერთი მოსაცდელი გაკეთებულიყო და ერთ უბანში სანიაღვრე სისტემა. ის მარშუტკაც იცით როგორ დადის? კოდავარდისუბნელია მძღოლი, რომელსაც აქვს ხაშური - მოხისის ხაზი. აქედან წასვლაზე გაიყოლებს მგზავრებს და იქიდან წამოსვლისასაც ამოიყოლებს. ამას სიარული ქვია? არ არის ქარელის ხაზი, არ არის თბილისის ხაზი და ამ ერთ მარშუტკას ორი მოსაცდელი რაში ჭირდებოდა" - ამბობს თამარ დიასამიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები