ახალი ამბები
ვაშლის ჩაბარების პროცესს მთავრობა სათვალთვალო კამერებით გააკონტროლებს
შიდა ქართლში ვაშლის ჩაბარების პროცესი 7-10 სექტემბრიდან დაიწყება. სწორედ ამ დღეებიდან დაიწყებს მუშაობს საკოორდინაციო საბჭოც.

მთვრობის დადგენილებით, საკოორდინაციო საბჭო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებს იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ექნებათ წვდომა, რომლებიც ვაშლის ჩაბარების პუნქტებში იქნება დამონტაჟებული.

დადგენილების მიხედვით, საწარმოები ვალდებულები არიან დაამონტაჟონ მინიმუმ 3 სათვალთვალო კამერა.

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში კი 8 წევრი იქნება. მათთვის 10 სექტემბრამდე შესაბმის კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობენ, რაზეც 28 000 ლარი დაიხარჯება.

ცნობისათვის, ,,არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი "არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის" ამოქმედდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები