ახალი ამბები
,,დილას'' ბრაზილიელი და აფრიკელი ფეხბურთელები გორის ხანდაზმულთა სახლს ეწვივნენ
გორის ხანდაზმულთა სახლს საფეხბურთო კლუბ ,,დილას'' ლეგიონერმა ფეხბურთელებმა დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც ხანდაზმულთა სახლის, ,,შენი თბილი კერის'' ხელმძღვანელი ჟუჟუნა წერეთელი აცხადებს, ხანდაზმულები უშუალოდ ფეხბურთელებმა მოინახულეს. კერძოდ:

,,ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა და ვარდენსონ სილვამ, ამავე კლუბის აფრიკელმა ფეხბურთელებმა ეტოუ რომარიკმა და ონორე გომესმა ინახულეს და ჰუმანიტარღული დახმარება აღმოუჩინეს, მათმა უმშვენიერესმა მეუღლეებმა სურსათი სანოვაგე და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს ხანდაზმულებს'' - აცხადებს ჟუჟუნა წერეთელი.



მისი ინფორმაციით, ფეხბურთელების მეუღლეები დაინტერესდნენ, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროებოდათ ხანდაზმულებს, რომ შემდეგი ვიზიტისას გაითვალისწინონ.

,,Მათ თან ახლდათ 4 წლის ესტელა, ძალიან საყვარელი გოგონა. Ადმინისტრაცია მადლობას უხდის გორის დილას ფეხბურთელებს და უსურვებს მათ წარმატებებს.'' - აღნიშნავს ჟუჟუნა წერეთელი.

გორში ხანდაზმულთა სახლი ,,შენი თბილი კერა'' პანდემიის დროს გაიხსნა. სტალინის გამზირზე მდებარე შენობა სასტუმროს წარმოადგენდა. სასტუმროს ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ოთახები ხანდაზმულთა თავშესაფრად გადაეკეთა.

ფოტოზე: მარცხნიდან: ვანდერსონ სილვა, ონორე გომისი, ალეფ სანტოსი, ეტოუ რომარიკ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები