ახალი ამბები
რუისში კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 215 ვაზნა ამოიღეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 215 ვაზნა ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ოპერაცია შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

სამინისტროს ცნობით, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ღ.-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად.

,,სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯ.ღ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს გორის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები