3 სექტემბერს ცხინვალი-ახალგორის გზაზე, სოფელ დმენისთან ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა.
«ВАЗ 2121»-ის მარკის ავტომობილი, რომლითაც ახალგორის რაიონში
მცხოვრები ოჯახი მგზავრობდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და
გადატრილდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი:
„62 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან
გადავიდა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. მიღებული
ტრავმებისგან მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი,
ქალიშვილი და მეუღლე კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.“
ხოლო როგორც 4 სექტემბერს გახდა ცნობილი, 12 წლის ბიჭი მიღებული
ტრავმების შედეგად ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა:
„ავარიისას ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო, ექიმებმა
ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ“ - აღნიშნულია ცხინვალის რესპუბლიკური
საავადმყოფოს განცხადებაში.
ცხინვალის მედიის ცნობით, დაღუპული ბიჭის დედა საზღვარგარეთ
გადაიყვანეს სამკურნალოდ, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში კონკრეტულად
არაა დასახელებული, თუ რომელ ქვეყანაში; მისი და კი მკურნალობას
ცხინვალის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს.
სტატიის გამოყენების პირობები