ახალი ამბები
ცხინვალში 2 ბავშვი დაიღუპა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად
ქალაქ ცხინვალში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა ორი ბავშვი. დაშავდა 3 ადამიანი.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, მძიმე მდგომარეობაში 3 ადამიანი.

როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საააგენტო იუწყება, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დილის 8 საათზე შევიდა.

შემთხვევა ე.წ. შანხაის დასახლებაში. გერცენის ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაზის გაჟონვის შედეგად გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება.

,,წითელი ჯვრის'' ორგანიზაციამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაშავებულებს საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულები არიან 19, 43 და 70 წლის მოქალაქეები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები