ახალი ამბები
2022 წელს საპატიო გორელის წოდება 7 ადამიანს მიანიჭეს
2022 წელს საპატიო გორელის წოდება 7 ადამიანს მიენიჭა.

მათ და დღემდე არჩეულ გორის ყველა საპატიო მოქალაქეს, გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ინიციატივით საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ 500 ლარის ოდენობით.

მიმდინარე წელს გორის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

- თინა ბრეგვაძე - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი
- დარია ვაშაგაშვილი - გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი
- მარიზა აბრამიძე - შიდა ქართლში ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი
- თინა წერეთელი - საბავშვო ბაღის დირექტორი
- შალვა ტაბატაძე - ინჟინერი
- ჯემალ მჭედლიშვილი - წარმატებული სპორტსმენი
- გიორგი გოგშელიძე - წარმატებული სპორტსმენი

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ქალაქის სახალხო დღესასწაულის "გორის დღე 2022" - ის ფარგლებში გაიმართა.

ოფიციალური მონაცემებით, გორს უკვე 78 საპატიო მოქალაქე ყავს. 5 საპატიო მოქალაქე 2021 წელს დაასახელეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები