ახალი ამბები
გორის ცენტრში მშენებლებმა ბავშვი სამშენებლო კალათით ,,გაასეირნეს''
გორში, სტალინის გამზირზე, მოქალაქეებმა შეამჩნიეს, რომ სამშენებლო ამწეს მეშვეობით, ბავშვი გაასეირნეს.

ამის ამსახველი ფოტოები მოქალაქეებმა გადაიღეს და რეაგირებისთვის რედაქციაში გამოგვიგზავნეს.

,,როდესაც აფთიაქიდან გამოვედი, შევამჩნიე, რომ სამშენებლო კალათაში გოგონა იჯდა, თანაც არასრულწლოვანი. იქნებ გაარკვიოთ, რა ხდება'' - გვითხრა ფოტოს ავტორმა.

ფოტოები რეაგირებისთვის გორის მერიას გადავუგზავნეთ. როგორც მერიაში გვითხრეს, ფაქტის შესახებ, მოკვლევა დაიწყეს:

,,როგორც იცით, ამ სამუშაოებს გორის მერია არ ახორციელებს, თუმცა შესაბამის სამსახურებს საქმის კურსში ჩავაყენებთ'' - გვითხრეს მერიაში.

სამუშაოები პროექტის განახლებული რეგიონების ფარგლებში ხორციელდება, რომლის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრია.

სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები