ახალი ამბები
წინარეხში ,,ჰოლივუდ სითის'' ბანერი ჩამოაგდეს პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით
პატრიოტთა ალიანსის წევრების ორგანიზებით, სოფელ წინარეხში ,,ჰოლივუდ სითის'' ბანერი ჩამოაგდეს.

აქციის წევრებმა სოფლის წარმომადგენელს, ესტატე აბულაძეს კარი აუჭედეს. აქცია შაბათს გაიმართა.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის, ვაჟა ოთარაშვილის განცხადებით, ,,ჰოლივუდ სითის'' აშენებით, ქართველობა იკარგება.



კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის მიმდებარედ საინვესტიციო დეველოპერული კომპანია "სვიფ ლენდ გრუპი" მულტიფუნქციურ კომპლექსს "ჰოლივუდ სითის" აშენებს.  კომპლექსი შექმნილია ცხოვრების ახალი სტანდარტების დასანერგად და საქართველოში კინოინდუსტრიის სფეროს განსავითარებლად. სრულყოფილი ინფრასტრუქტურის გარდა, კომპლექსში კომერციული ფართები, გასართობი და სპორტული სივრცეები, კინოს შემსწავლელი ცენტრი და 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო მოეწყობა.

„პროექტი განსაკუთრებული იქნება იმით, რომ კასპის რეგიონში რეზორტული სახის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, საკურორტო ზონებს ჩვენ შავი ზღვისპირეთში და კახეთის მხარეში ვართ მიჩვეული. ჩვენ ვამაყობთ, იმით რომ აუთვისებელ ტერიტორიაზე ვაკეთებთ პროექტს, საწყის ეტაპზე პროექტში იგეგმება 55 ვილა, იგეგმება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის პროექტიც დამუშავების პროცესშია, გარდა ვილებისა, იგეგმება საზოგადოებრივი მოხმარების ზონები, ისეთი როგორიც არის საბავშვო მოედნები, იქნება კინო სტუდია და კინო ხელოვნების სასწავლო ცენტრი, აქედან გამომდინარეობს ჩვენი სახელწოდებაც “ჰოლივუდ სითი“, აქ ბუნება იმდენად საინტერესოა, რომ გვინდა პატარა გადასაღები მოედნები მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო კინოპროექტებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემათ, შეძლებენ, რომ ჩვენგან მოითხოვონ ნებართვა და ადგილზე კინო გადაღებებიც აწარმოონ, გარდა ამისა იქნება კომერციული ფართი, სადაც ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პატარა ბაზრობა მოწყობა და ადგილობრივები თავიანთი მოსავლის რეალიზაციას შეძლებენ, განსაკუთრებით ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენ ბინადრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ. ჰოლივუდ სითი“ ასევე საინტერესოა იმითაც, რომ დასაქმებულების უმეტესობა - 60% ადგილობრივი იქნება“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა გასულწ ელს პროექტის პრეზენტაციის დროს..


Print

სტატიის გამოყენების პირობები