ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილის მეგობარს ბრალი 5 წლის წინანდელ ფაქტებზე წარუდგინეს
გორის პროკურატურამ კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს დავით წეწვაძეს 5 წლის წინ მომხდარ ფაქტებზე ბრალი წარუდგინა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხს ხვალ დილით 27 ოქტომბერს გორის სასამართლოში განიხილავენ.

დავით წეწვაძესთან ერთდ, ბრალი კიდევ ორ ადამიანს წარუდგინეს. ერთ-ერთი მათგანია კულტურის ცენტრის ასევე ყოფილი დირექტორი - ვლადიმერ შუღლიაშვილი.

საქმე ეხება 2017 წლის შემოდგომით მომხდარ ფაქტებს.

ბრალდების მიხედვით, 2017 წელს, კულტურის ცენტრის დირექტორმა ვლადიმერ შუღლიაშვილმა, დავით წეწვაძის თხოვნით, შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნა პირი, რომელიც სამსახურში არ დადიოდა. სახელფასო კარტით კი დავით წეწვაძე სარგებლობდა. 2017 წელს დავით წეწვაძე ქალაქ გორის საკრებულოს წევრი იყო ,,ქართული ოცნებიდან''. გამოძიება თვლის, რომ დავით წეწვაძემ მიითვისა საბიუჯეტო თანხა - 6 თვის ხელფასი თავის 2 პრემიით.

გამოძიებისვე ცნობით, იმავე პერიოდში, პოლიციამ ზემოთნახსენებ, შტატგრეშედ დანიშნული თანამშრომლის სახლში ამოიღეს უაქციო სიგარეტი. სიგარეტი ასევე ნახეს დავით წეწვაძის მანქანაში. ბრალდების მიხედვით, დავით წეწვაძე მეგობრებთან ერთად სარეალიზაციოდ ინახავდა (დაახლოებით 6000 ლარის ღირებულების) უაქციოზო სიგარეტს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რატომ დაინტერესდა გამოძიება იმ ფაქტებით, რომელიც 2017 წელს მოხდა. აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება 2022 წლის 27 ოქტომბერს.

დავით წეწვაძე გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის უახლოესი მეგობარია. წეწვაძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გორის მერობის კანდიდატს ეხმარებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის, დაპირისპირება.

ფოტოებზე: დავით წეწვაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები