ახალი ამბები
გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბის წევრები ტანას ხეობაში
გორში, საზოგადოება ბილიკის ბაზაზე ინოვაციური ცოდნის ჰაბი დაფუძნდა. მასში 500-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

ბოლო ერთი კვირის განმვალობაში ინოვაციური ცოდნის ჰაბის 20 წევრს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგების შემდეგ კი გასვლითი ტური მოაწყეს.

ტრენინგები მოიცავდა: აგრო ტურიზმის, გასტრო ტურიზმის, მარკეტინგის, ბიუჯეტირების, ეკოტურიზმის საკითხებს, შეისწავლეს საფეხმავლო ბილიკების მარშუტები, რომლის შესახებ ახალგაზრდებს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებმა ესაუბრნენ.

ტანას ხეობაში ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ ტურისტული მარშუტები, ეწვივნენ ნიკა ვაჩეიშვილის მარანს, სადაც ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასებს დაესწრნენ.

ტურიზმის მიმართულებით ტრენიგები ორგანიზებული იყო ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ CENN.

ცნობისათვის SEED პროექტის ფარგლებშია შეიქმნა ქალაქ გორში, ,,საზოგადოება ბილიკის“ ბაზაზე ინოვაციური ცოდნის ჰაბი, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას და ჩართულობას ემსახურება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებში. ორგანიზაცია CENN -ნი მხარს უჭერს საქართველოში მწვანე ტურიზმის განვითარებას, ტურისტული რესურსების პოპულარიზაციას .

Print

სტატიის გამოყენების პირობები