ახალი ამბები
ქარელის მერია იუწყება, რომ ორ სოფელში მუშებმა ობიექტს ბეტონი, კაბელი და არმატურა დააკლეს
ქარელის ორ სოფელში მერიის პროექტები ჩავარდა. საუბარი ეხება სამწევრისსა და ბებნისში (მეურნეობაში) სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებულ სამუშაოებს.

ასე მაგალითად, სოფელ სამწევრისში, სპორტდარბაზი უხარისხდოდ გააკეთეს.

,,წყალგავანილობის ჭას დააკლეს ნახევარი მეტრი სიღრმე. 3X4 ორმაგი იზოლაციის სპინძელის კაბელის ნაცვლად გამოიყენეს 2x2.5 სპინძელის კაბელი. სეპტიკის მოსაწყობად 13.4 კბ.მ ბეტონის ნაცვლად გამოყონებელია 9.8 კბ.მ ბეტონი. არმატურა ნაცვლად 923 მ-ისა, გამოიყენეს – 315 მ.''- აღნიშნულია ქარელის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ აქტში.

აღნიშნული სამუშაოები სამწევრისში შეასრულა კომპანია ,,საქართველო კომპანია 1“. მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან უფრო მეტი სამუშაო შეასრულა ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მისი განმარტებით, მან ეკონომია გაწია სამუშაოების შესრულებისას, კერძოდ, შეამცირა გამანაწილებელი ჭის მოცულობა, სპილენძის კაბელი შეცვალა ნაკლები კვეთით, რაც ელ. ძრავისთვის სრულიად საკმარისი იყო (ჩადებული კაბელის ხარჯი არ ანაზღაურებულა) და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მოეწყო ნაკლები მოცულობის სეპტიკი.

კომპანიის წარმომადგენელი იმასაც განმარტავს, რომ მას ზემოხსენებული სამუშაოს შესრულების შემდეგ არ მოუთხოვია ხარჯთაღრიცხვის დაკორექტირება, რის გამოც სამუშაოები არაჯეროვნად შესრულებულად ჩაითვალა.

რაც შეეხება სოფელ ბებნისს (მეურნეობა), აქ მერიას ასეთი სურათი დახვდა: კომპანია ,,დაგის'' უნდა შეესრულებინა სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები: ,,დგინდება, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები შეასრულა არასრულად, კერძოდ, მოედანი არ იყო გასწორებული, შემოღობვაზე მოთუთიებული მავთული არ იყო დაჭიმული, რის გამოც, იგი თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა, ასევე განათებისთვის არ იქნა გამოყენებული 2 ცალი კრონშტეინი ხამუთით'' - აღნიშნულია დასკვნაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები