ახალი ამბები
,,გორში გადაარჩინეს ძაღლი, რომელიც პიტმა დაგლიჯა'' - აღნიშნავენ სააგენტოში
გორში, მდინარიდან ამოიყვანეს მეტისი, რომელიც, ცხოველთა სააგენტოს ცნობით, პიტმა დაგლიჯა.

ძაღლი მდინარიდან შიდა ქართლის ცხოველთა სააგენტოს თანამშრომელმა აჩიკო გლურჯიძემ ამოიყვანა:

სააგენტოს დირექტორის მოადგილის, თამარ აფციაურის თქმით, ძაღლი (მეტისი) მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მისი გადარჩენის იმედი არსებობს

,,პიტები, რომელიც იმყოფებიან საშინელ გარემოში, არიან აგრესიულად გაზრდილები, თავს დაესხნენ ამ საწყალ მიუსაფარს და დასისხლიანებული ამოვიყავნეთ წყლიდან.. რაც შეეხება მოქალაქეების იმ კატეგორიას, რომლებიც ასეთი ჯიშის ძაღლებს იყვანთ და შემდეგ აგრესიულად ზრდით, ნეტა რაზე ფიქრობთ?! აგრესიულად გაზრდილი ძაღლი საშიშია მოქალაქეებისთვის და მიუსაფარი ცხოველებისთვის!! თქვენ იშვიათად შეხვდებით ქუჩაში მიუსაფარი რომ აგრესიული იყოს.'- აღნიშნავს თამარ აფციაური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები