ახალი ამბები
,,ექიმთან მშვიდ გარემოში ვიზიტი აუცილებელია'' / ნევროლოგი
24 ოქტომბრიდან გორში ნევროლოგიის კაბინეტი გაიხსნა. ახალი სივრცე ექიმმა, ნინო ადეიშვილმა გელდიაშვილის ქ.#1-ში გახსნა.

ნინო ადეიშვილის თქმით, ნევროლოგიური პაციენტებისთვის ვიზიტი მშვიდ გარემოში აუცილებელია.

,,ნევროლოგიური კაბინეტის გაკეთება 2 წლის წინ გადავწყვიტე, თუმცა კოვიდ პანდებიამ შემაფერხა, გადავწყვიტე შემექმნა ჩემი სივრცე, სადაც მშვიდ გარემოში მივიღებ ნევროლოგიურ პაციენტებს.'' - ამბობს ნინო ადეიშვილი.

ექიმი დიდი ხანია ერთ-ერთ კლინიკაში ნევროლოგიურ განყოფილებაში სტაციონარულ პაციენტებთან მუშაობს. საავადმყოფოში მასთან ამბულატორიული პაციენტები ვერ ახერხებდნენ ვიზიტს.

,,შესაბამისად, ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი მყუდრო კაბინეტი იქნება, სადაც მოვლენ ადამიანები და მოვახერხებ მათი მდგომარეობის შემსუბუქებას და გაუმჯობესებას'' - გვეუბნება ექიმი.

მისი განმარტებით, კოვიდ პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით მოიმატა ნევროზულმა მდგომარეობამ, თავის ტკივილმა, და ა. შ. ნევროლოგთან ვიზიტს ასევე ართულებს სტიგმა:

,,ექიმი უნდა იყოს სანდო და გულისხმიერი, დაიცვას ეთიკის ნორმები, ჯობია, დროულად მიმართონ ექიმს, რათა დროულად იყოს აღმოფხვრილი პრობლემა და გართულებები ავიცილოთ თავიდან.'' - განმარტავს ექიმი.

ნევროპათოლოგია შეისწავლის ნერვული სისტემის დაავადების მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ნევროლოგიური დაავადებები მსოფლიოში და საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, ინსულტი მაგალითად სიკვდილიანობის სიხშირით მესამე ადგილზეა.

ნევროლოგიური დაავადებები მრავლადაა. მოიცავს თავის და ზურგის ტვინის დაავადებებს, ნერვ-კუნთოვან დაავადებებს: ინსულტი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი-შაკიკი, ნევრალგია, ტკივილი კისრის, გულმკერდის, წელის, დეპრესია-ნევროზული მდგომარეობა, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება - ალცჰაიმერის დაავადება, მიასთენია, პოლინეიროპათია ენცეფალოპათია და ა. შ

Print

სტატიის გამოყენების პირობები