ახალი ამბები
გორის 10 საბავშვო ბაღში გათბობა 15 ნოემბრიდან ჩაირთვება
გორის მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ნოემბრიდან აღდგება.

ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღების გაერთიანეის სააგენტო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, აღნიშნულ საბავშვო ბაღებში ვერ მოესწრო საქვაბე დანადგარების გატანა შენობის გარეთ:

,,ახალი რეგულაციების მიხედვით სკოლამდელი აზრდის დაწესებულებებიდან განხორციელდა საქვაბე დანადგარების დემონტაჟი და მათი გარე სივრცეებში გატანა. ტექნიკურმა სამუშაოებმა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე ბაღში ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. კერძოდ, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება გორის I, IV, V, VI, X, XIII, XV, XVII, შავშვების I, ვარიანის I ბაღებს.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ბაღებს გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, რითიც ცენტრალური გათბობის სისტემის მოწესრიგებამდე ისარგებლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები