ახალი ამბები
,,მშენ-ექსპერტი'' ჩამოაცილეს სალთვისის არხის საზედამხედველო პროცესს
ვაკის პარკში დატრიალებული ამბების გამო კომპანია ,,მშენ-ექპერტი'' ჩამოაცილეს სალთვისის არხის რეაბილიტაციის საზედამხედველო პროცესს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს საქართველოს მელიორაციამ მიიღო.

,,მშენ ექსპერტი'' ზედამხედველობას უწევდა იმ სამუშაობს, რომელსაც კომპანია ,,მშენებელი 80'' ახორციელებს. ამჟამად, სალთვისის არხის რეაბილიტაცია ზედამხედველობის გარეშეა დარჩენილი.

მელიორაციაში აღნიშნავენ, რომ ,,მშენ ექსპერტი'', ვაკის პარკის მოვლენების შემდეგ, სამუშაოებს აღარ აწარმოებდა. თუმცა, მანამდე მასთან პრეტენზია არ ქონიათ.

სალთვისის არხის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და მას კომპანია ,,მშენებელი 80'' ახორციელებს. ,,მშენ ექსპერტს'' ჰქონდა ვალდებულება, რომ სამუშაოები ყოველდღიურად შეემოწმებინა. მელიორაციის სამსახური ცდილობს ახალი საზედამხედველო კომპანია მოძებნოს.

რაც შეეხება პროექტს, სალთვისის არხის რეაბლიტაცია 2023 წელს დასრულდება. ,,მშენებელ 80''-ს ასათვისებელი აქვს დარჩენილი 1 მლნ ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები