ახალი ამბები
ქარელის მერიამ ტატამი იყიდა 60 750 ლარად
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ტატამი იყიდა. როგორც მერიაში აცხადებენ, ეს ტატამი გათვალისწინებულია მხოლოდ ძიუდოისტებისთვის.

ტატამი სპორტის სამსახურის უფროსმა მირზა ხაბარელმა ჩაიბარა.

როგორც ირკვევა, ტატამში 60 750 ლარი გადაიხადეს. ქარელელებს ტატამი კომპანია ,,მე ვარ ძიუდოსგან'' (ხელმძღვანელი გიორგი გვიჩიანი) შეუძინეს.

მირზა ხაბარელმა ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს აცნობა, რომ ტატამი არის საერთაშორისო მნიშვნელობის და გათვლილია 300 კვ.მ ფართობზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები