ახალი ამბები
გორში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა - საჭირო გახდა თბილისში ბავშვის გადაყვანა
გორში, კომბინატის დასახლებაში მანქანა ქვეითებს დაეჯახა.

დაშავებულია დედა-შვილი, რომლებიც ჰოსპიტალში მოათავსეს.

კლინიკის ცნობით, დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგეგმება ბავშვის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იგორ გეორგიანი აცხადებს:

„გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოყვანილი იქნა ორი პაციენტი, 32 წლის ქალი და 7 წლის მოზარდი, რომელთა მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ჩატარებულია ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა და ლაბორატორიული ანალიზები. როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. იგეგმება დაშავებული მოზარდის გადაყვანა ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში“.

ფოტო: ტვ პირველი
Print

სტატიის გამოყენების პირობები