ახალი ამბები
დაარიგეს თუ არა სახლებში გორის ავტობუსით სააგენტოს თანამშრომლები? - რა მოხდა რეალურად
გორის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მედიით მიჩქმალეს რეალური ფაქტი.

მისი თქმით, სიუჟეტის ავტორმა იცოდა, რომ რესტორნიდან გორის ავტობუსით 14 სტუმარი მიიყვანეს სასტუმროში:

,,იმ ავტობუსში ჩემი თანამშრომელი იყო მხოლოდ მძღოლი. სხვა თანამშრომელი არ ყოფილა. სტუმრები ვახშმიდან წამოიყვანეს სასტუმროში'' - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ადგილობრივი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები რესტორნიდან სახლებში ავტობუსით დაარიგეს.

ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ სააგენტოში სტუმრები დიდი ხანია იმყოფებიან. უცხოელი ექსპერტები სწავლობენ გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის საკითხს. წლის ბოლოს კი, რეკომენდაციები იქნება მზად:

,,ყველა ხარჯს თავადვე ფარავენ. მათ შორის, კვებისა და სასტუმროს დაბინავებს. იმ ღამითარ გვინდოდა, რომ სტუმრები წასულიყვნენ ფეხით. არც ტაქსები გამოგვიძახებია. სტუმრები ავტობუსით მივიყვანეთ სასტუმროში.'' - აღნიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელი.

იხ. ამავე თემაზე:

გორის მუნიციპალური ტრანპორტის მუშაობის შესახებ ფრანგული კომპანია კვლევას ატარებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები